საფრანგეთში ქმრის მკვლელობის ბრალდებით სენაკელი ქალი დააკავეს
საფრანგეთში, ქალაქ ტულონში სამართალდამცავებმა დააკავეს 28 წლის ქალი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, საკუთარი ქმარი მოკლა.
ფრანგი სამართალდამცავები იუწყებიან, რომ ქალმა მეუღლე თოკით გაგუდა.
რადიო "ათინათის" ცნობით, ცოლ-ქმარი წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და ქალი სენაკის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია. წყვილს ხუთი შვილი ჰყავს. ასევე, არსებული ინფორმაციით, ქალი ქმრის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო და შესაბამისი საპოლიციო ღონისძიებებიც მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ, ქალმა ძალადობა უარჰყო და საჩივარი გაიტანა.
მასალის გამოყენების პირობები