ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულია.
ლუკა კუკავა და გიგი გამსახურდია სამ, სენაკელ, თბილისელ და ბათუმელ თანატოლთან ერთად 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრებიან აშშ-ში, სადაც ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი გამარჯვებული სწორედ ამ ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი "TerraTech" გახდა.
მათ მაღალტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი შექმნეს, რომელიც მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს. ნასაში მოსწავლეების გამგზავრებას აშშ-ს საელჩო დააფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები