ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები