ზუგდიდში, ძლიერმა თოვამ რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის პრობლემა შეუქმნა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მათივე ცნობით, ეტაპობრივად აღდგება დენის მიწოდება.
გარდა ამისა, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, საავტომობილო გზებზე აქტიურად მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და ამ დროისთვის, მოძრაობა არსადაა შეფერხებული.
ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
მასალის გამოყენების პირობები