სინოპტიკოსთა პროგნოზით, 29 დეკემბრამდე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
27 დეკემბრამდე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შენარჩუნდება ცივი და თოვლიანი ამინდი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამავე ცნობით, 27-28 დეკემბერს ნალექის ინტენსივობა დაიკლებს, თუმცა 28 დეკემბერს მაღალ მთაში ზოგან კვლავ ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ზუგდიდში, ანაკლიაში, მარტვილსა და ფოთში 29 დეკემბრამდე ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა კი დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
სააგენტოს განმარტებით, მესტიაში 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით მოთოვს, ნავარაუდევია ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქი. ტემპერატურა დღის საათებში +2, +4 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები