რეგიონი
საქართველოს გულის რიტმის ასოციაციამ (GeHRA) რაგბის კლუბ „სოხუმს“ უსასყიდლოდ გადასცა გარეგანი ავტომატური დეფიბრილატორი (ფოტო/ვიდეო)
24 ოქტომბერს, ზუგდიდში, სასტუმრო "ლეთოში" გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარების შესახებ საინფორმაციო კამპანიის "წუთები წყვეტს... დაუბრუნე სიცოცხლე გულს" ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის თავმჯდომარე კახაბერ ეცადაშვილი, არჩეული თავმჯდომარე ხათუნა ჯალაბაძე, გარეგანი დეფიბრილატორების მწარმოებელი კომპანია ძოლლ-ის წარმომადგენელი გიორგი ლიპარტელიანი და კამპანიის მხარდამჭერი, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისა და კლუბ "შავი ლომი"-ს კაპიტანი მერაბ შარიქაძე დაესწრნენ.
ასოციაციის განმარტებით, კამპანიის მიზანს, დამსწრე საზოგადოებისთვის გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარებისა და გარეგანი ავტომატური დეფიბრილატორის საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კამპანიის მხარდაჭერა წარმოადგენს.

ადგილზე სამედიცინო აპარატის დემონსტრირების შემდეგ დამსწრეები მისი გამოყენების წესებს გაეცნენ.

დასასრულს კი, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის (GeHRA) წარმომადგენლებმა ადგილობრივი რაგბის კლუბის "სოხუმის" დამფუძნებელს ლევან ჯობავას უსასყიდლოდ გადასცეს გარეგანი ავტომატური დეფიბრილატორი.

"კლუბი "სოხუმი" არსებობს მხოლოდ კერძო შემოწირულობებით. შესაბამისად, როდესაც დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გადაცემის კანდიდატებს ვარჩევდით, სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელეთ. ჩვენი მიზანია, რომ ყველა სპორტული კლუბი მომავალში აღჭურვილი იყოს ავტომატური დეფიბრილატორებით. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომ სხვა კლუბებმაც და ორგანიზაციებმა აიტაცონ აღნიშნული ინიციატივა," - განმარტა კახაბერ ეცადაშვილმა.

რითმოლოგ ხათუნა ჯალაბაძის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ადამიანს გულის გაჩერების შემთხვევაში და ამისათვის, მნიშვნელოვანია აღნიშნული საინფორმაციო კამპანია.

"მთავარია ის, რომ ასე თუ ისე, საზოგადოებამ იცის გულის არაპირდაპირი მასაჟის შესახებ. რაღაც ინფორმაცია არის, თუმცა ცნობილი არ არის ავტომატური დეფიბრილატორების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაჩნდეს ჩვენს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეებში. ფაქტობრივად, ჩვენ ყველა ვინც ვართ დედა,მამა, ბებია, ძმა, და ყველამ უნდა ვიცოდეთ, პირველი რაც უნდა მოვითხოვოთ, შვილი მიგვყავს სპორტულ დარბაზში უნდა ვკითხოთ მათ თუ აქვთ ავტომატური დეფიბრილატორი. როდესაც მივდივართ სპორტულ მოედანზე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იქ არსებობს ავტომატური დეფიბრილატორი, რადგან კარდიოპულმონური რეანიმაცია მასაჟთან ერთად, გულისხმობს ავტომატური დეფიბრილატორის გამოყენებას რათა დავიცვათ ძალიან ბევრი სიცოცხლე. ჩვენი კამპანია ემსახურება გაიზარდოს ინფორმირებულობა ადამიანების, იმის შესახებ, რომ მოვითხოვოთ საჯარო სივრცეებში ავტომატური დეფიბრილატორების დამონტაჟება", - თქვა ჯალაბაძემ.

რაგბის კლუბ "სოხუმის" დამფუძნებელი ლევან ჯობავა მიიჩნევს, რომ მსგავსი ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ექსტრემალურ სიტუაციებში საზოგადოების მზაობას, გაუწიონ პირველადი დახმარება და გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე.

"გადმოცემული საჩუქარი კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით მზად და ვიქნებით უფრო ძლიერები იმისთვის რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. მადლობა ორგანიზატორებს, იმისთვის რომ, ჩვენს ბავშვებს მიეცათ შანსი აემაღლებინათ ცნობიერება ამ მიმართულებით და ასეთი საჩუქრისთვის", - ამბობს ჯობავა.

ინფორმაციისთვის, სამედიცინო აპარატი - დეფიბრილატორი ელექტრული იმპულსით ზემოქმედების საშუალებით უზრუნველყოფს გულის კუნთის ამუშავებას. მისი გამოყენება მარტივია და შესაბამისი ინფორმაციის ფლობის შემდეგ ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მის გამოყენებას საჭიროების შემთხვევაში. კვლევები აჩვენებს, რომ გულის გაჩერების დროს, დეფიბრილატორის გამოყენება ასოცირდება, საშუალოდ, გადარჩენის 40%-თან, საჭირო დახმარების აღმოჩენის გარეშე სიკვდილიანობა 95%-ია. ამრიგად, გამოკვეთილია დეფიბრილატორის განთავსების საჭიროება საჯარო სივრცეებში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2025
მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 20 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წუხელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა.
20 / აპრილი 2025
ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად შეხვდნენ, შეკრების ტრადიციულ ადგილზე, სახელწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.