უკვე
მესამე დღეა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან.
თოვლის გამო გაწყვეტილი ელექტროსადენების აღდგენა სრულად ამ დრომდე ვერ ხერხდება, შესაბამისად, დენი აბონენტების უმეტესობას, მათ შორის, ქალაქ წალენჯიხაში არ მიეწოდება, ნაწილს კი გუშინ აღუდგა. შესაბამისი სამსახურები სხვადასხვა ადგილზე მუშაობენ.
მუნიციპალიტეტში არ არის ინტერნეტიც. მერი გია ხარჩილავა კომპანია “მაგთის”მოუწოდებს, დაზიანებების აღსადგენად ბრიგადები გამოგზავნოს. რაც შეეხება გზებს, გაწმენდილია და ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემა ამ ეტაპზე აღარ არის.
მასალის გამოყენების პირობები