ენერგო-პრო წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და მესტიაში ელექტროენერგიის შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს
დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდებოდა.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო ენერგოინფრასტრუქტურის დაზიანება კვლავ გრძელდებოდა.
"რეგიონში ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა, თუმცა, ყინულმოცვის გამო დაზიანებულია მაღალი ძაბვის ათობით ხაზი. შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონულ ცენტრებს. ასევე მთელი ღამის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია მესტიის მუნიციპალიტეტს, თუმცა ამ დროისათვის აღდგენილია”, - ამბობენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ყველა მიმართულებით აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას ეტაპობრივად აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები