ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 29 დეკემბერს, 1-ელ და 7 იანვარს შესვლა უფასო იქნება.
ბოტანიკურის დირექტორმა შალვა აგუმავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ 29 დეკემბერს ბაღში თანხის გადახდის გარეშე შესვლა იქ დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს უკავშირდება.
მისივე თქმით, ადმინისტრაციამ ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ახალ წელთან და შობასთან დაკავშირებით.
სხვა დღეებში კი ბოტანიკურ ბაღში შესვლა კვლავ ფასიანია.
მასალის გამოყენების პირობები