დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფლებში მეხუთე დღეა ელექტროენერგია, ამინდის გაუარესების გამო შეზღუდულია.
რადიო
"ათინათის" ინფორმაციით, ელექტროსადენების დაზიანების გამო შუქი არ აქვს წალენჯიხის სამ და ჩხოროწყუს ორ სოფელს.
რაც შეეხება ზუგდიდს, ადგილობრივების ცნობით, სოფელ ჩხორიის ნაწილს დენი შეზღუდულად მიეწოდება.
წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ელექტროენერგია სოფლების ნაწილში აღდგა, ნაწილში კი დენი კვლავ არ არის. მიზეზი რამდენიმე დღის წინ მოსული ძლიერი თოვლია.
შესაბამისი ბრიგადები დღეების განმავლობაში მუშაობდნენ და დენის მიწოდების შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა და ნაწილ ადგილებში კვლავ რჩება.
მასალის გამოყენების პირობები