საკრებულოში ბიუჯეტის განხილვას არ ესწრება ფრაქცია ენმ-ს ნაწილი, რომელიც პარტიაში დარჩა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა იწყება.
სხდომას არ ესწრება პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 8 წევრი, რომელიც ოპოზიციურ პარტიაში დარჩა. ამ ეტაპზე დარბაზში საკრებულოს 30 წევრია წარმოდგენილი.
რაც შეეხება ბიუჯეტს, ზუგდიდის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 64 450 000 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები