ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს გზაზე გადასვლისას დაეჯახა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ქალი მსუბუქად დაშავდა და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
მასალის გამოყენების პირობები