ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, სოფელ ხაიშთან ავტოტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია
რადიო "ათინათს" მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა დაუდასტურა.
მისივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ადგილზე ჩავიდნენ სპეციალისტები და შეისწავლიან მდგომარეობას.
ხაიშში კლდოვანი მასა 3 იანვარს ჩამოიშალა, რამაც სრულად ჩახერგა გზის სავალი ნაწილი. გუშინ, დილის საათებიდან შუადღემდე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა
აიკრძალა და ადგილზე მობილიზებული იყო საჭირო ტექნიკა.
ამავე თემაზე:
ხაიშის გზაზე მოძრაობა აღდგა
მასალის გამოყენების პირობები