სამეგრელო-ზემო სვანეთში დღეს, დაბლობ რაიონებში წვიმა და მაღალ მთაში დროგამოშვებით ძლიერი თოვა შენარჩუნდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსმა, დოდო გვაზავამ უთხრა.
მისი თქმით, ზუგდიდში, ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და 8 იანვრის ჩათვლით უნალექო და მზიანი ამინდი იქნება.
"სამეგრელოში ტემპერატურა მოიმატებს და შესაძლოა, 13-15 გრადუსს მიაღწიოს, ხოლო ღამის საათებში 0 ან მინუს ერთი გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება სვანეთს, აქ 7-8 იანვარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი და ტემპერატურა 2-3 გრადუსამდე გათბება", - აღნიშნა გვაზავამ.
9 იანვრიდან კი ის ისევ არამდგრად ამინდს პროგნოზირებს.
მასალის გამოყენების პირობები