ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ საშობაო საზეიმო ლიტურგია სამღვდელოებასთან ერთად ივერიის ღვთისმშობლის შობის მშენებარე ტაძარში აღავლინა.
ღამისთევის მსახურების დაწყებამდე მან ხალხს, განსაკუთრებით კი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებლებს, ქრისტეშობა მიულოცა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება უსურვა.
სადღესასწაული წირვა ღამით ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.
მასალის გამოყენების პირობები