სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, მამაკაცს საკუთარ სახლთან მიკროავტობუსი დაეჯახა.
იგი ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მძღოლი დაკავებულია. შემთხვევა შობას მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები