ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
რიკოთის გვირაბთან, ძლიერი წვიმის შედეგად, მიწის მასა
ჩამოიშალა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეზღუდული იყო.
ადგილზე ტექნიკა მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები