15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს.
17 იანვარს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.
სინოპტიკოსების ცნობით, ანაკლიასა და ფოთში 17 იანვარს იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსს მიაღწევს.
ასეთივე ამინდი იქნება ზუგდიდშიც.
რაც შეეხება მესტიას, 17 იანვარს მოთოვს, ჰაერი კი 0-დან 5 გრადუსამდე დათბება.
მასალის გამოყენების პირობები