ხვალ, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი და გზებზე ლიპყინული.
ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები