19 იანვარს, ნათლისღებას თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
21 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში უმეტესად ასეთი ამინდი შენარჩუნდება, 21 იანვარს კი გაწვიმდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსს მიაღწევს.
ამავე ინფორმაციით, მესტიაში უნალექო ამინდს ელოდიან, 21 იანვარს კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +2, +7 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები