2023 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 1648 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა მოხდა
2023 წელს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთში 1648 სამართალდარღვევა გამოავლინეს. შესაბამისი ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
ამავე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა მოხდა.
როგორც გზდ-ში განმარტავენ, მათგან 535 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები