ორი დღის წინ თბილისში, გამოსახლების საქმეზე დაკავებულ ზუგდიდელ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, დაცვის მხარე კი 2000-2000 ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანა დააზიანეს, რამაც უწყებას 3 380 ლარის ზიანი მიაყენა.
პროცესზე კაკო ჩიქობავამ თქვა, რომ აღიარებს ფაქტს, მაგრამ არ აღიარებს, რომ დანაშაული ჯგუფურად ჩაიდინეს.
მოძრაობა „ხმის“ წევრები 23 იანვარს კეკელიძეზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, პროკურატურამ ბრალი მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით წაუყენა, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.
საუბარია აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის ფანჯრის ჩამტვრევაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მასალის გამოყენების პირობები