გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, ანაკლიასა და ფოთში უნალექო ამინდის ფონზე ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება.
მესტიაში კი მოსალოდნელია -1, +1 გრადუსი.
მასალის გამოყენების პირობები