1-2 თებერვალს, საქართველოში შენარჩუნდება უმეტესად უნალექო ამინდი, 3 თებერვალს კი დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა ნავარაუდევი. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს
ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, ზუგდიდში, ანაკლიაში, მარტვილსა და ფოთში 3 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება ზემო სვანეთს, მესტიაში 2 თებერვალს, დღის ბოლოდან 3 თებერვლის ჩათვლით, მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები