ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედ ყველა საჯარო და კერძო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა.
ამის შესახებ ინფორმაცია რადიო
„ათინათს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ დაუდასტურა.
„სამოცდასამივე საბავშვო ბაღმა დაიწყო დღეიდან მუშაობა, მაგრამ სეზონური ვირუსების მატების გამო ბავშვთა ნაკადი ნაკლებია“, - აღნიშნა თოლორაიამ.
ამავე მიზეზით
ზუგდიდის ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლება იანვრის ნაცვლად თებერვალში გადაწყდა.
მასალის გამოყენების პირობები