გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსთა ცნობით, ზუგდიდში, ანაკლიაში, მარტვილსა და ფოთში 6 თებერვლამდე დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი +8, +10 გრადუსია მოსალოდნელი.
სააგენტოს განმარტებით, მესტიაში 6 თებერვლამდე დროგამოშვებით თოვლია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები