5-დან 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე - ლიპყინუილი.
ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.
როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
,,საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლოა, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა'', - წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.
მასალის გამოყენების პირობები