წალენჯიხის სოფელ ლიაში ნინო ქოქოსაძის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა და ერთი ოთახი დაიწვა.
ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,შეტყობინებაზე რეაგირება დროულად მოხდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილზე იმყოფეოდა, დაზარალებულს დახმარებას მუნიციპალიტეტის მერია კანონის ფარგლებში გაუწევს'', - აღნიშნულია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები