გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისაკენ მიმავალ გზაზე საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად ორენბურგის ოლქის მკვიდრი დაიღუპა.
ინფორმაციას „აფსნიპრესი“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრაგედია 3 თებერვალს, შუადღისას მოხდა.
„28 წლის მამაკაცი საბაგირო გზით სარგებლობდა. რაღაც მომენტში ტროსი გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან ჩავარდა“.
გარდაცვლილის ცხედარი დე ფაქტო სამართალდამცველებს გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები