სტიქიამ პრობლემები შექმნა სოხუმსა და აფხაზეთის სხვა რაიონებში
სოხუმში წუხელ ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, დააზიანა ელექტროგადამცემი და ტროლეიბუსის ხაზები.
ქალაქის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომუნალური სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში წმენდნენ გზის სავალ ნაწილს, წერს „აფსნიპრესი“.
ამავე ცნობით, სტიქიამ პრობლემები შექმნა სოხუმში, ოჩამჩირეში, გუდაუთასა და ტყვარჩელში, ასევე გალის რაიონში. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები.
აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები