ფოთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ასაკოვანი ქალისა და მამაკაცის ცხედრები იპოვეს.
ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა.
შემთხვევა ქუჩიშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები