ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარის სახით წარმომადგენელი აღარ ჰყავს მას შემდეგ, რაც ირაკლი ჩიქოვანი - მაჟორიტარი დეპუტატი თავდაცვის მინისტრი გახდა.
მის ამ პოსტზე დანიშვნას მხარი ოპოზიციის გარეშე 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ წავიდა პარლამენტის 10 წევრი.
საარჩევნო წელს, კანონმდებლობით, ქვეყანაში შუალედური არჩევნები არ ინიშნება.
ჩიქოვანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და თითქმის, ოთხი წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოში ზუგდიდს წარმოადგენდა. უფრო ადრე, 2016 წელს, ის არჩევნებში გასამარჯვებლად ოპოზიციურ “თავისუფალი დემოკრატების” გუნდთან ერთად იბრძოდა.
მასალის გამოყენების პირობები