ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის იანვარში, ქვეყნის მასშტაბით უაქციზო თამბაქოს შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის 18 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით 20 პირი პასუხისგებაში მიეცა, მათგან 12 დააკავეს.
ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 27 870 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 160 000 ლარს აღემატება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის თანახმად, დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები