2024 წლის იანვრიდან, საქართველოდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში, 6,5 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.
ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22 %-ით მეტია.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 18 217 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც გასულ წელთან შედარებიტ 15 %-ით მეტია. ასევე, ექსპორტირებულია 13 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2,445 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები.
მასალის გამოყენების პირობები