სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის, მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა
დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
ამავე ცნობით, პოლიციამ ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, სანადირო თოფი, 2 მჭიდი და 5 ვაზნა.
ქვეყნის მასშტაბით, შსს-ს თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალების ფლობისთვის დააკავეს 20 და ამხილეს 1 პირი.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს
ფოტო:
შსს
მასალის გამოყენების პირობები