წალენჯიხაში, ევექსის კლინიკაში დიალიზის სახელმწიფო სერვისის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„დღეიდან პაციენტებს, რომლებსაც პროფესიონალი ექიმები მოემსახურებიან, ადგილზე მკურნალობის გავლა შეუძლიათ. განყოფილებას ამ ეტაპზე ნევროლოგი ლაშა წურწუმია ადგილობრივ და ჩამოსულ ექიმებთან ერთან ხელმძღვანელობს“,- ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დრომდე წალენჯიხას დიალიზის განყოფილება არ ჰქონდა და პაციენტებს ზუგდიდის კლინიკაში უწევდათ მკურნალობის გავლა.
რამდენიმე კვირის წინ დიალიზის სახელმწიფო სერვისი
მარტვილში ამოქმედდა.
მასალის გამოყენების პირობები