ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში, მდინარე ჯუმზე, ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე ახალი საავტომობილო ხიდი უნდა აშენდეს.
შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და თანმდევი ექსპერტირებისთვის ტენდერი მერიამ 5 თებერვალს გამოაცხადა. აღნიშნული სამუშაობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოიყო.
სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ სხვა პუნქტებთან ერთად გამარჯვებულმა კომპანიამ ხიდის მშენებლობის დასრულებამდე საპროექტო ზედამხედველობა უნდა განახორციელოს.
შესყიდვით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა შესრულდეს.
საბოლოოდ, არსებული ხიდის სრული დემონტაჟის შემდეგ, როგორც დოკუმენტაციაში წერია, "რკინაბეტონის ბურჯებზე ან ხიმინჯებზე ლითონის კონსტრუქციის მალის ნაშენის გადადებით" ხიდი მოეწყობა.
ტენდერში წინადადებები 13-დან 16 თებერვლის ჩათვლით მიიღება.
მასალის გამოყენების პირობები