აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს განცხადებით, ოჩამჩირის რაიონში ხანძრის კერების ჩაქრობა მოხერხდა.
ამავე ცნობით, 13 თებერვლის ღამით გაჩენილი ცეცხლი ტყის ქვედა საფარს 40 ჰექტარზე მოედო, სოფლების ჭლოუს, ღვადას, მოქვისა და არადუს მახლობლად.
"ხანძრის ბოლო კერა წუხელ ჩააქრეს. ბოლო გასვლა 03:40 საათზე იყო, ჩვენი ბიჭები, პრაქტიკულად, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. თუმცა, დღესაც თბილი ამინდია და როგორც ჩანს, დღესაც დაანთებენ ცეცხლს ", - განაცხადა სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსმა მურმან ფაჩულიამ.
მისივე განმარტებით, ხანძარი ჩნდება იმის გამო, რომ მოსახლეობა საგაზაფხულო - საველე სამუშაოებისთვის ემზადება, ტერიტორიებს ასუფთავებს და შემდეგ მშრალ ბალახს უკიდებს ცეცხლს, რომელიც უკონტროლოდ გავრცელებას იწყებს.
მასალის გამოყენების პირობები