აფხაზეთიდან დევნილ “აზოვსტალის მცველს” რუსეთმა უვადოდ პატიმრობა მიუსაჯა
რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, 22 წლის მამუკა გაწერელიას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
“განაჩენის” თანახმად, გაწერელიას ბრალად ედება "მარიუპოლში რუსეთის ოთხი სამხედრო მოსამსახურისთვის ცეცხლის გახსნა, რომელთაგანაც 3 გარდაიცვალა".
აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმელი მამუკა გაწერელია 2022 წლის 20 მაისს ტყვედ მას შემდეგ ჩავარდა, რაც მისი ქვედანაყოფი დაემორჩილა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებას “აზოვსტალის” დატოვების შესახებ.
გაწერელია, რომლის ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა.
მასალის გამოყენების პირობები