გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
ამავე ცნობით, ზუგდიდში, მარტვილში, ანაკლიასა და ფოთში 22-23 თებერვალს ნალექიანი ამინდი იქნება, 24 თებერვალს კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსს მიაღწევს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მესტიაში 24 თებერვლამდე მოთოვს, შემდეგ კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსია ნავარაუდევი.
მასალის გამოყენების პირობები