საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ ნებისმიერი მუქარა მიუღებელია - სტოლტენბერგი
ნატოს გენერალურმა მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველოს ნატოს ახლო პარტნიორია და ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ნატო აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ ნებისმიერი მუქარა მიუღებელია", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები