შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 192 523 ფაქტი მოხდა.
მონაცემებზე დაყრდნობით, აქედან, 1 244 პირი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა ავტოტრანსპორტს.
13 317 შემთხვევა უკავშირდება უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობას, 9 760 კი მართვისას მობილურით სარგებლობას.
28 236 სამართალდარღვევა აღირიცხა მძღოლის მიერ დადგენილი სიჩქარის გადაჭარბების დროს.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 28 369 პირმა ტექნიკური ინსპექტირების წესი დაარღვია.
მასალის გამოყენების პირობები