GLC - ის ზუგდიდის განყოფილების ორი მოსწავლე FLEX-ის გამარჯვებულია
მომავალ ლიდერთა გაცვლითი (FLEX) პროგრამის ფარგლებში, წელს ზუგდიდიდან აშშ-ში რამდენიმე მოსწავლე გაემგზავრება.
მათგან ორი, დავით ქობალია და ალექსანდრე ბასილაია, GLC-ის ზუგდიდის განყოფილების IX და XI კლასების მოსწავლეები არიან.
წინა წლებში, ამავე პროგრამით ამ საგანმანათლებლო დაწესებულების არაერთი მოსწავლე გაემგზავრა აშშ-ს სხვადასხვა შტატში.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა "FLEX", რომელიც 30 წელზე მეტია საქართველოში ხორციელდება, შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში.
პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.
მასალის გამოყენების პირობები