აფხაზეთიდან დევნილი ეთნოლოგი, მწერალი და ჟურნალისტი ნონა ქობალია გარდაიცვალა.
გასულ წელს მან გამოსცა წიგნი „მთვარის მოზაიკა“, რომელშიც მეგრულ მითოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მასალას მოუყარა თავი. ასევე, იყო მამის, პოეტისა და მეგრული ლექსიკონის მკვლევარის, ალიო ქობალიას ქართულ-მეგრული ლექსიკონის ერთ - ერთი
რედაქტორი. ნონა ქობალიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა რადიო
„ათინათთან“, იყო თანაწამყვანი და მონაწილე გადაცემებისა, როგორც ეთნოლოგი და მკვლევარი. მათ შორის, რუბრიკა
„კოლხური ეთონგრაფიული ვარიაციების“ ავტორი.
რადიო
„ათინათი“ მწუხარებას გამოთქვამს ნონა ქობალიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.
მასალის გამოყენების პირობები