1-ელ მარტამდე საქართველოში თბილი, თუმცა ქარიანი ამინდია მოსალოდნელი
მომდევნო დღეებში მთელი საქართველოს მასშტაბით სითბოსა და უნალექო ამინდს ვარაუდობენ.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ზუგდიდსა და მარტვილში ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +16, +18 გრადუსს მიაღწევს. რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, ანაკლიასა და ფოთს, ჰაერის +17, +19 გრადუსამდე დათბება. მესტიაში კი +8,+10 გრადუსია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები