გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 მარტამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, ანაკლიასა და ფოთში უნალექო ამინდის ფონზე ჰაერის ტემპერატურა კი +20, +22 გრადუსი იქნება.
მესტიაში მოსალოდნელია +12, +14 გრადუსი.
მასალის გამოყენების პირობები