საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ჯანდაცვის ახალ მინისტრს საქართველოს მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, უახლოეს დღეებში წარადგენს.
ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა, მანდამდე ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.
მასალის გამოყენების პირობები