თეთნულდზე 1-7 მარტს ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება.
როგოროც მთის ტრასების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მასში მონაწილეობას 52 ფრირაიდერი მიიღებს მთელი მსოფლიოდან.
ამავე ცნობით, საქართველო 6 ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის, რომელთაც ამ ექსტრემალური ასპარეზობის ჩატარების უფლება აქვს.
ინფორმაციისთვის, ფრირაიდის პირველი შეჯიბრება, Freeride Qualifier, 2022 წლის თებერვალში, თეთნულდზე ჩატარდა. 2023 წლის მარტში კი სვანეთმა Georgia Freeride Series-ს მეორედ
უმასპინძლა.
მასალის გამოყენების პირობები