ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
პროცესს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარლამენტის წევრები დაესწრნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ გიგი უგულავა და სოფო ჯაფარიძე.
“ხალხმრავლობა ზუგდიდში ნათლად მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქაც ჰყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი”,-აღნიშნა ანა წითლიძემ.
ხელმოწერების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები