ჩხოროწყუს მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო, მერიის სპორტის განყოფილების ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია დააკავეს.
ინფორმაცია რადიო
"ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა.
მათივე განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.
აღნიშნული ინციდენტი რამდენიმე
დღის წინ მოხდა, გამოძიება კი, თავდაპირველად, სს კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები